“დილას” პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

გორის “დილას” პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რიკარდო კოშტა გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად 43 წლის სპეციალისტმა დაადასტურა.
“ახალი თავი იწყება! მზად ვარ, ეს გამოწვევა მივიღო და ერთად დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ”, – დაწერა კოშტამ “ინსტაგრამგვერდზე”.
აქამდე რიკარდო “პორტუს” ასაკობრივ გუნდებს ავარჯიშებდა. მას პორტუგალიის ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, “დილა” რამდენიმე კვირის წინ საკუთარი სურვილით ასევე პორტუგალიელმა სპეციალისტმა რუი მოტამ დატოვა და სომხური “ნოა” ჩაიბარა.
“დილა” ეროვნულ ლიგას 39 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან “ტორპედოს” 4 ქულით უსწრებს.
ყოჩაღ გორის დილას გორის დილა ისეთ ტრასფერებს აკეთებს იმ რესურსებით რაც მას აქვს ჩემპიონობის შემთხვევაში მომავალ წელს მგონიაინიმუმ კონგერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს