“დილამ” “ტორპედოს” ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

გორის დილამ შინ 1:0 მოუგო ქუთაისის ტორპედოს. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში.
დილა 1:0 ტორპედო
დაძაბული მატჩი იყო გორში. გამარჯვებულის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა: დილას ცენტრალურმა ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შორიდან დარტყმით გაიტანა. ეს 70-ე წუთზე მოხდა. აქვე დავწეროთ, რომ ანდრონიკაშვილისთვის ეს მერვე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა. ამ გუნდების წლევანდელი ოთხი დაპირისპირებიდან სამი გორელებმა მოიგეს, ერთიც – ქუთაისელებმა.
ტორპედო მეოთხე ადგილზეა, დილა კი ლიდერია, მაგრამ იბერია 1999-ს ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს.
დინამო ბთ – იბერია 1999
erovnuliliga.ge
“სამგურალის” ზედიზედ მეხუთე მოგება
“დინამო თბილისმა” ფოთელებს მოუგო; “თელავი”-“ტორპედო” ფრედ დასრულდა
“იბერია 1999” პირველ ადგილზე დაბრუნდა, “გაგრამ” “დინამო ბათუმს” მოუგო
“სამგურალის” ზედიზედ მეხუთე მოგება
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
“დინამო თბილისმა” ფოთელებს მოუგო; “თელავი”-“ტორპედო” ფრედ დასრულდა
ლიდერი ისევ “დილაა”; “ტორპედომ” კი იბერიელებს აჯობა