“დილამ” “რასინგს” ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე “რიგას” შეხვდება

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ საკუთარ მოედანზე „რასინგი“ 1:0 დაამარცხა.
ლუქსემბურგში 2:1 გამარჯვების შემდეგ, გორული გუნდი უპირატესობას ფლობდა, 34-ე წუთზე კი სტუმრები მეკარე რომენ რუფიეს გაძევების გამო, რომელმაც საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. „დილა“ ბევრს უტევდა და შეცვლაზე შესულმა იბრაჰიმა დრამემ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.
მეორე ეტაპზე „დილა“ „რიგას“ დაუპირისპირდება – 24 ივლისს გასვლაზე, 31 ივლისს კი სახლში.
დილა – რასინგი 1:0
გოლი: დრამე (90+1)
გაძევება: რუფიე (34, რასინგი)
დილა: კერესელიძე, რუხაძე, არაუჟო, ეტოუ, ჩაბრაძე, კონტე, ანდრონიკაშვილი, ედუძი (ბუღრიძე 68), ფარულავა (ტიბუე 88), ბასინგა, შეყილაძე (დრამე 86)
· მერაბი ჩხოროწყუ გორელებო გილოცავთ , თქვენი მჯეროდა, რიგასაც მოუგებთ,
მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად “ტორპედომ” “ორდაბასის” ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
“ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით” – რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სრული სიგიჟე არგენტინის თასის ფინალში – 10 წითელი ბარათი და გამარჯვების გოლი 118-ე წუთზე [VIDEO]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი: ქართველის გუნდი აუტსაიდერთან დამარცხდა და თავად გახდა აუტსაიდერი
ეროვნული ლიგა. I ტური. “დილა” – “გარეჯი” [LIVE]
ყოჩაღ – “დილამაც” შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
“ატლეტიკომ” 2,5 მილიონად მოურინიო დაიმატა
საოცარი ფინიში – “ბოკა ხუნიორსი” არგენტინის ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში გახდა