დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში განუცხადეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.




