დივერსიების მცდელობების საპასუხოდ პოლონეთი პოზნანში რუსეთის საკონსულოს ხურავს

პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიების მცდელობების საპასუხოდ, პოლონეთი ქალაქ პოზნანში ს საკონსულოს ხურავს.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“რუსეთის ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ის პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიებს განხორციელებას ცდილობს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩემი ვალდებულებაა მტკიცება რეაგირება მოვახდინო. პირველი ნაბიჯია პოზნანში რუსეთის საკონსულოს დახურვა.
ერთი ნაბიჯითაც კი უკან არ დავიხევთ. ვიცავთ რესპუბლიკას, ვიცავთ პოლონელებს,” – წერს სიკორსკი.
ასევე პოლონელი მინისტრი აღნიშნვს, რუსეთის მსგავსი ქმედებების გამეორების შესაძლებლობასაც.
“რუსეთის ფედერაცია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიის განხორციელებას ცდილობდა. პროკურორის ოფისის თანახმად, ის რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შთაგონებული და მათ მიერ იმართებოდა. როგორც მინისტრს, ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქმედებები ერთადერთი არ იყო და შესაძლოა გამეორდეს”, – წერს სიკორსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის