დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს

“რასინგთან” კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე “დილას” მწვრთნელმა დიეგო ლონგომ ისაუბრა:
“პირველი მატჩი ლუქსემბურგში შედეგის მხრივ ძალიან კარგი იყო, რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოწინააღმდეგე დახვეწილი სტილით, ორგანიზებულად თამაშობდა.
რამდენიმე შანსი გავუშვით ხელიდან, მიუხედავად ამისა ჩვენთვის საბოლოო შედეგი პოზიტიური გამოდგა. თავიდან ლუქსემბურგელების გათვლა იყო ეთამაშათ გრძელი პასებით, ამის შემდეგ ცოტა რთული იყო ინიციატივის დაბრუნება, მაგრამ მეორე ნახევარში ეს შევძელით და თითქმის 70% ბურთის ფლობა გვქონდა.
ნერვებისა და წნეხის გამო ცოტა რთული იყო თავიდანვე კარგი სტარტის აღება, რადგან პირველი მატჩი სტუმრად ჩავატარეთ, მეტად ვნერვიულობდით, მაგრამ მივხვდი, რომ მომდევნო შეხვედრაში უფრო მეტი ყურადღება და კონცენტრაცია გვმართებს, რათა თამაშის ხარისხის კუთხით თავი უკეთესად წარმოვაჩინოთ.
“დილამ” მოწინააღმდეგე გასვლაზე დაამარცხა, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს. ეს მატჩები კარგი გამოცდილება იქნება ფეხბურთელებისთვისაც არა მხოლოდ ინდივიდუალურად ახალ სიმაღლეზე გადასასვლელად, არამედ ზოგადად კლუბის გასაზრდელადაც. ახლა მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩენია, რათა ყველაფერი მოედანზე ვიხილოთ”.
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
დასვენების გარეშე მოთამაშე კვირკველიას მნიშვნელობა – რამდენი გუნდი გვეყოლება მეორე ეტაპზე?
“ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით” – რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
“ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით” – რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
ეროვნული ლიგა. V ტური. “დილა” – “თელავი” [LIVE]
“დილას” იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
“დილამ” “სამგურალის” ყოფილი კაპიტანი დაიმატა
ეროვნული ლიგა. I ტური. “დილა” – “გარეჯი” [LIVE]
კონფერენს ლიგაზე “ტორპედოს” და “დილას” მეტოქეები ცნობილია
ყოჩაღ – “დილამაც” შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!