დიდ დიღომში, III მიკრორაიონის N8 კორპუსთან კალათბურთის მოედანი მოეწყო

საბურთალოს რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ამჯერად, კალათბურთის მოედანი დიდ დიღომში, III მიკრორაიონის N8 კორპუსთან მოეწყო. 600 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა. სტადიონი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ადგილზე გაეცნო.