დიდ დიღომში 277 აბონენტს გაზი არ მიეწოდება. როგორც “თბილისი ენერჯი” წერს, მირიან მეფის ქუჩის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს დილით, 07:25 საათზე არაგეგმურად შეუწყდა და შუადღით, 16:00 საათზე აღდგება.