დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო – თბილისის მერია

დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე სკვერი მოეწყო. ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდა სასეირნო და ველობილიკები, დასასვენებელი პავილიონი და სკეიტ მოედანი.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
„დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი დავასრულეთ. ახალი სკვერი, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული, სადაც მოეწყო სკეიტ მოედანი, ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და პირველ რიგში, აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას, გართობას, სეირნობას. ჩვენ განვაგრძობთ ყველა რაიონსა და უბანში შესვლას. 2026 წელი იქნება განსაკუთრებული სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენი გუნდისთვის“, – განაცხადა მ.
პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სატრენაჟორო სივრცე და დამონტაჟდება LED განათება. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო 600-მდე ძირი ხე-მცენარე.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარით დაფინანსდა.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს