დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, საბავშვო ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 000 000 ლარია.
„პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის გამწვანების მიმართულებაზე, რომლის ფარგლებში, არაერთი პროექტი მიმდინარეობს.
მისი თქმით, გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)