დიდ ბრიტანეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ორ პირს ბრალი წაუყენეს

დიდ ბრიტანეთში ორ პირს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, 32 წლის კრისტოფერ ბერიმ და 29 წლის კრისტოფერ კეშმა უცხო სახელმწიფოს „სტატიები, ჩანაწერები, დოკუმენტები ან ინფორმაცია“ გადასცეს.
ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული დეპარტამენტის ცნობით, ბრალდებები სერიოზულია და დეპარტამენტის უფროსმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.
ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი 26 აპრილს გაიმართება.
ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს