დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) ცნობით, დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის დონე მესამე კვარტალში 5%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2021 წლის მარტი–მაისის შემდეგ. წინა კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენდა.
Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ უმუშევრობის 4.9%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებდნენ.
ივლის-სექტემბერში უმუშევართა რიცხვი 117 ათასით გაიზარდა და 1.79 მილიონს მიაღწია.
დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის პირველი კვარტალის შემდეგ პირველად შემცირდა – 22 ათასით, 34.18 მილიონამდე.
დასაქმების მაჩვენებელი 10 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 75% შეადგინა.
წყარო: interfax




