დიდ ბრიტანეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა

დიდ ბრიტანეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლის წინანდელ მაჩვენებლამდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სტატისტიკის ოფისი (ONS) ავრცელებს.
გაერთიანებულ სამეფოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 2020-22 წლებში იყო 78,6 წელი მამაკაცებისთვის და 82,6 წელი ქალებისთვის, რაც 38 კვირით ნაკლებია 2017-19 წლებში მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკზე და 23 კვირით ნაკლები – ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისთვის 2010-2012 წლების დონეს დაუბრუნდა და მამაკაცებისთვის, 10 წლის წინანდელ მაჩვენებელზე დაბლა დაეცა.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის შენელების შემდეგ, ჩვენ დავინახეთ მაჩვენებლის შემცირება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ეს ძირითადად გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიით, რამაც გამოიწვია სიკვდილიანობის ზრდა 2020 და 2021 წლებში“, – ამის შესახებ ONS-ის სპიკერმა პამელა კობმა განაცხადა.