დიდ ბრიტანეთში, სექტემბერში საცხოვრებლის ფასები 2022 წლის ნოემბრის შემდეგ მაქსიმუმზეა

სექტემბერში ბრიტანეთში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები 4,7%-ით გაიზარდა, იტყობინება საკონსულტაციო კომპანია Halifax. ეს რეკორდული ზრდაა 2022 წლის ნოემბრის შემდეგ. ფასების ზრდა უკვე მეათე თვეა ფიქსირდება. აგვისტოში ფასები 4.3%-ით გაიზარდა.
აგვისტოსთან შედარებით საცხოვრებლის ფასები 0,3%-ით გაიზარდა, ისევე როგორც ერთი თვის წინ. ანალიტიკოსები, რომელთა საშუალო შეფასებები მოჰყავს Trading Economics, 0.2%-ით ზრდას ელოდნენ.
ამჟამად დიდ ბრიტანეთში ქონების საშუალო ღირებულება 293,399 ათასი ფუნტი სტერლინგია (383,427 ათასი დოლარი). ეს ახლოსაა 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმთან.
„ბაზრის პირობები სტაბილურად უმჯობესდებოდა ზაფხულის და ადრეული შემოდგომის განმავლობაში. იპოთეკის ხელმისაწვდომობა გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო ხელფასების ძლიერი ზრდით და დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. ამან ხელი შეუწყო პოტენციურ მყიდველებს შორის ნდობის გაზრდას, დამტკიცებული იპოთეკური განაცხადების რაოდენობა ბოლო წლის განმავლობაში გაიზარდა 40%-ზე მეტით და მიაღწია უმაღლეს დონეს 2022 წლის ივლისის შემდეგ. ჩვენ ველით, რომ საცხოვრებელ უძრავი ქონების ფასების ზრდა ზომიერი ტემპით გაგრძელდება ამ წლის დარჩენილ და მომავალი წლის დასაწყისში“, – აღნიშნა ამანდა ბრაიდენმა, Halifax-ის იპოთეკური განყოფილების ხელმძღვანელმა.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ