დიდ ბრიტანეთში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ. მემანქანეების პროფკავშირის, ASLEF-ის წევრები უკანასკნელ ოთხ დღეში უკვე მესამედ გაიფიცნენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, გაფიცვის გამო სარკინიგზო მარშრუტებზე მნიშვნელოვანი შეფერხებებია მოსალოდნელი.
გაფიცვა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება რამდენიმე მარშრუტზე, განსაკუთრებით ინგლისის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
პროტესტის მიზეზი ანაზღაურებას უკავშირდება, მემანქანეები აღნიშნავენ, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან, რადგან მათი შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.
აღსანიშნავია, რომ პროფკავშირი სარკინიგზო კომპანიასთან ანაზღაურების ზრდის შესახებ უშედეგო მოლაპარაკებას თითქმის 2 წელია აწარმოებს. ASLEF-ს წარმომადგენლის თქმით, განხეთქილებამ ინდუსტრიას 2 მილიარდი ფუნტის ღირებულების ზარალი მოუტანა.