დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დაიწყო. ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში 40 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
2024 წლის დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში 4 515 კანდიდატი მონაწილეობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 მანდატია საჭირო.
უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, სავარაუდოდ, არჩევნებში „ლეიბორისტული პარტია“ გაიმარჯვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”