დიდ ბრიტანეთს 6.5 მლნ გირვანქა სტერლინგის მოპარული მანქანები დაუბრუნდა

8-წლიანი სასამართლო პროცესის წარმოების შემდეგ, დიდ ბრიტანეთს 6.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ძვირადღირებული მანქანები დაუბრუნდა. ძვირფასი ბრენდის მანქანები, მათ შორის როგორიცაა Lamborghini Huracan Spyder, Porsche, Mercedes, Ford Mustang და სხვა, ტაილანდში, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, კონტრაბანდისტული გზით იყო გადაყვანილი.~
„დახვეწილი” ფინანსურ თაღლითობის გახსნისა და დამნაშავეების დაკავების შემდეგ, ავტომობილები მათ მფლობელებს დაუბრუნდება. პოლიციის განცხადებით, საერთაშორისო თაღლითურ რგოლში მონაწილეობდა 13-კაციანი ტაილანდური დაჯგუფება, გაერთიანებული სამეფოს 4 მოქალაქე და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. მათ ავტომობილები ქვეყნიდან თაღლითური გზით 2016-იდან 2017 წლამდე გაჰყავდათ. ექსპორტით ტაილანდში გატანილ სუპერქარებს კი ყიდდნენ.
დიდი ბრიტანეთის “სატრანსპორტო საშუალების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (NaVCIS)“ ოპერაცია Titanium მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთხი მოპარული მერსედესი საუთჰემპტონის პორტში, კონტეინერში იპოვეს. სწორედ მას შემდეგ გაირკვა თაღლითობის რგოლის შესახებ.
პოლიციის განცხადებით, ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
წყარო: telegraph.co.uk
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…