დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას წარვუდგინე „გამარჯვების გეგმა“ – ზელენსკი

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას წარვუდგინე „გამარჯვების გეგმა“, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ერთად ვაიძულოთ , ეძიოს მშვიდობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტებისა და ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ ოთხივე ქვეყანაში წარადგინა – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში – და ხაზი გაუსვა, რომ გეგმა მოიცავს „მშვიდობის დაახლოების ჩვენი სტრატეგიის ყველა დეტალს – გეოპოლიტიკურს, სამხედროს“.
„ერთად უნდა ვმოქმედებდეთ – ყველა, ვისაც გააჩნია საჭირო ძალა, საჭირო გავლენა – რათა მყარი მშვიდობის გარანტირება მოვახდინოთ, რათა ვაიძულოთ , ეძიოს მშვიდობა. მაგრამ მოქმედება ახლა არის საჭირო, ამ თვეებში. ავხსენით ლონდონში, როგორი შორი მანძილის დარტყმები გვჭირდება ახლა და როგორია ჩვენი ხედვა, რათა ფრონტი გავაძლიეროთ. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ემანუელთან [მაკრონთან], და საფრანგეთი უკვე ბევრ რამეში დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორების გასაერთიანებლად, ახლა სწორედ ასეთი ლიდერობის იმედი გვაქვს. იტალია – ჯორჯიას [მელონის] ძალიან პრინციპული პოზიცია, ჩვენი მოტივების, ევროპის საჭიროებების მკაფიო გაგება. მადლობელი ვარ ოლაფის [შოლცის] დღევანდელი საუბრისთვის – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ასპექტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს ზელენსკი ლონდონში და პარიზში იმყოფებოდა, ხოლო 11 ოქტომბერს – ბერლინსა და რომში. ლონდონში უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გარდა ნატოს ახალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტესაც შეხვდა.