დიდუბის რაიონში სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 4100 აბონენტს შეუწყდება

დიდუბის რაიონში სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 4100 აბონენტს შეუწყდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 9 ივლისის 10:00 საათიდან და 18.00 საათამდე დასრულდება.
„გაცნობებთ, რომ გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: ზუგდიდის ქ. 12, თევდორე მღვდლის ქ. 38, 40, 42, 44, სოხუმის ქ.7, 7ა, 7ბ, ევდოშვილის ქ. 12, 14,19, 19/5, 25, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის ნაწილს, აკაკი წერეთლის გამზ. 8, 10, 12, 12ა, 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და მიმდებარედ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, არჩილ ქურდიანის ქ.2, 4, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12/14, საცხოვრებელი კორპუსების, კერძო სექტორის ნაწილს, ს, გორის ქუჩების , გიროგიცაბაძის ქ. 3, 3ა, 3ბ, 3გ, 5, 5ა,7 , 9, 11, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. 176-დან 200-ის ჩათვლით, დავით აღმაშენებლის გამზ. 168-დან 182-ის ჩათვლით (წყვილები), 171-დან 199-ის ჩათვლის (კენტები), სლავა მეტრეველის (ყოფ. საგურამოს) შოთა იამანიძის, ს, დავით ყიფიანის (ყოფ. დიდუბის), ბორჯომის (ახლ.მურმან ლებანიძის) ქუჩების მოსახლეობის ნაწილს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 9 ივლისის 10:00 საათიდან და დასრულდება 18.00 საათამდე.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო გთხოვთ, ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში