დიდუბის რაიონში, ვანის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტი მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოწესრიგების სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებს. წლის განმავლობაში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვა რამდენიმე მნიშვნელოვან მისამართზე უკვე განხორციელდა.
ამჟამად, სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტი ვანის ქუჩაზე მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 180 000 ლარია.
სამუშაო პროცესი დიდუბის რაიონის გამგებელმა დავით გელოვანმა, გამგებლის მოადგილემ ზურაბ უგულავამ და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.




