დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ჩოგბურთის ტურნირი „დიდუბე 2024“ გაიმართა

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ჩოგბურთის ტურნირი „დიდუბე 2024“ გაიმართა
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ჩოგბურთის ტურნირი „დიდუბე 2024“ გაიმართა. ტურნირი 14 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 16-დან 75 წლამდე 80-ზე მეტი მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
ერთეულებში გამარჯვება ქალებში ქრისტინე გეგეშიძემ მოიპოვა, ხოლო კაცებში ზვიად კალმახელიძემ. შერეულ წყვილებში გამარჯვება ნინო ესებუამ და გიორგი კეკელიშვილმა მოიპოვეს, ხოლო წყვილებში იური წივწივაძემ და ვალერი ჩეჩელაშვილმა. ამასთან, გიორგი ელერდაშვილის სახელობის პრიზით დაჯილდოვდა მოქმედი ვეტერანი ჩოგბურთელი ზაურ ყალიჩავა.
თამაშები ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის კორტებზე ჩატარდა. გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცა.
Next: მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ამისათვის ნუ დამსჯი – ამას ველაპარაკები და ამასაც თავდასხმად აღიქვამენ, თუ ეუბნები, რომ სამართლიანად მომეპყარი, თავდასხმაა

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინაში კორუფცია უკვე აღარ არის ჭორი, ადმინისტრაციის უფროსი 100 მილიონ დოლარს დამოუკიდებლად არ ითვისებს და ვერც ერთი სანდო დამკვირვებელი ვერ იფიქრებს, რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა

ამ საინფორმაციო ნაღმის შემოგდება არის წმინდა წყლის პროვოკაცია, და ის რომ ადგილობრივმა უსამშობლოებმა მყისიერად აიტაცეს და უკრაინას საქართველოს დაბომბვას სთხოვენ, ეს არის სწორედ მათი კლინიკური დიაგნოზი