დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.
დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-17 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სივრცეში დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი განხორციელდა.
პროექტის მიხედვით, გაკეთდება ბილიკები, საჩრდილობელი, განათების სისტემა, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა საბავშვო სივრცე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 220 000 ლარია. სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ციხის ოთხმა კედელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა გირჩ ჯაფარიძეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ზიზღი. ციხიდან გამოგზავნილ მის წერილს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით, მე შევაფასებდი, როგორც საკუთარი უსუსურობით გაბოროტებულ და შეუმდგარი კაცის ნაჯღაბნს