დიდუბის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ე.წ კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლებას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ე.წ კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლებას განაგრძობს
დიდუბის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ე.წ კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლებას განაგრძობს.
აღნიშნული პროექტი დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის 25-ე ა საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდა. ამორტიზებული ლიფტი ახალი, თანამედროვე ტიპის ლიფტით ჩანაცვლდა. დამონტაჟდა კაბინა და ამწე მექანიზმები, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 103 ლარი გამოიყო.
დასრულებულ პროექტს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო და
ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელ კორპუსებში 36 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია და ჩანაცვლების სამუშაოები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე – რიგი ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება

ჩინეთმა საჯაროდ დაადასტურა: საქართველო არის დამოუკიდებელი სუბიექტი, და არა „ვინმეს გავლენის სივრცე“. პეკინი არ იზიარებს კონცეფციას „საქართველო = ევროკავშირი/ნატო” თუმცა, პატივს სცემს თბილისის არჩევანს