დიდუბის რაიონის გამგეობამ კოსმონავტების სანაპირო N45ა-ს მიმდებარედ გზა გააფართოვა და სავალი ნაწილის მეორე ზოლი დაამატა

დიდუბის რაიონის გამგეობამ კოსმონავტების სანაპირო N45ა-ს მიმდებარედ გზა გააფართოვა და სავალი ნაწილის მეორე ზოლი დაამატა
დიდუბის რაიონის გამგეობამ კოსმონავტების სანაპირო N45ა-ს მიმდებარედ გზა გააფართოვა და სავალი ნაწილის მეორე ზოლი დაამატა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ასევე შუქნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი.
აქამდე აღნიშნული ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარჯვნივ იყო შესაძლებელი, რაც ადგილობრივებისთვის დისკომფორტს წარმოადგენდა.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
დიდუბის რაიონის გამგეობა მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გეგმავს მოსასვენებელი სივრცის მოწყობას, გამწვანებასა და განათების სისტემის მონტაჟს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ – ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა