დიდუბის რაიონის გამგეობამ იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიხედვით, 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორი ფენა დაიგება, ასევე, მოწესრიგდება ტროტუარი და ბორდიური.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.
აქამდე, ქუჩაზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა. სრულად განახლდა 1.7 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები. პროექტის ღირებულებამ 1 600 000 ლარი შეადგინა.
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა