დიდუბის რაიონის გამგეობა 4 სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციაა, რადგან აღნიშნული სივრცეებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს.
ამ დროისთვის, დიდუბის რაიონის გამგეობა ოთხი მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს – კედიას ქუჩის N10-ში, თევდორე მღვდლის ქუჩის N48-ში, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მერვე კორპუსისა და მეექვსე კვარტლის 22-ე კორპუსის მიმდებარედ. სპორტულ მოედნებზე იცვლება ხელოვნური საფარი, კეთდება
კალათბურთის ახალი ფარები, ფეხბურთის კარის ბადეები, წესრიგდება მოედნის კარკასი. სამუშაოების განსახორციელებლად 47 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში