დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა, ის ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა

დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა, ის ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„აღნიშნულის გამო, მას მოუწია გამგებლის თანამდებობა დაეტოვებინა. მას გამოცდილება აქვს ენერგეტიკის მიმართულებით. 2021 წლიდან იყო დიდუბის რაიონის გამგებელი. მადლობა გაწეული შრომისთვის და წარმატებები ახალ თანამდებობაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს დამოკიდებული ვინმეზე ან, რომელიმე ქვეყანაზე“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)