„დიდმა შვიდეულმა“ დაგმო რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა

„დიდი შვიდეულის“, ასევე სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ სერიოზულად არიან შეშფოთებული რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განთავსებისა და ში მათი შესაძლო გამოყენების გამო, იტყობინება Reuters-ი.
„კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ უკრაინაში ს აგრესიის პირდაპირი მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ წარმოაჩენს რუსეთის სასოწარკვეთილ მცდელობას, მოახდინოს საკუთარი დანაკარგების კომპენსაცია, კონფლიქტის სახიფათო გაფართოებაც იქნება,“ ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
მათ ასევე „სრულიად კატეგორიული სახით“ დაგმეს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის რუსეთის მიერ ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების „უკანონო შესყიდვა“.
როგორც გაზეთი Financial times-ი იტყობინება დღეს უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, კურსკის ოლქში უკვე მოხდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩრდილოეთ კორეის ჯარებს შორის შეტაკება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს