დიდმა ბრიტანეთმა 22 რუსული ტანკერის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა 18 რუსული ნავთობტანკერისა და 4 თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერის წინააღმდეგ, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ეს სანქციების ყველაზე დიდი პაკეტია ნავთობტანკერების ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. „კიდევ 18 ჩრდილოვანი ფლოტის გემს აეკრძალება დიდი ბრიტანეთის პორტები და ვერ შეძლებენ ბრიტანეთის წამყვან საზღვაო სერვისებზე წვდომას, რაც სანქცირებული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობას 43-მდე გაზრდის“, – თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
კერძოდ, სანქციების ქვეშ მოჰყვნენ „Совкомфлот“–ის მორიგი ტანკერები: Ns bora, Atlas, Moskovsky prospect, Ns arctic, Callisto, Scf baikal, Scf samotlor, Suvorovsky prospect, Eastern pearl, Kudos stars, Sea fidelity, Stratos aurora, Turbo voyager, Azure celeste, Varuna, Sai baba, Artemis, Antaeus.
სანქციების სიაში ასევე შედის 4 გემი LNG Velikiy Novgorod, Mulan, Everest Energy და Marshal Vasilevskiy (უნივერსალური გაზის გადამზიდავი და რეგაზიფიკატორი). სანქციებს დაექვემდებარა „РусГазДобыча“-ც.
წყარო: interfax