დიდმა ბრიტანეთმა “ჰამასთან” დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ფინანსისტებსა და პალესტინის მებრძოლი ჯგუფების ლიდერებს, სანქციები დაუწესა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ამბობს, რომ ეს ზომები “ჰამასის” დაფინანსების შეწყვეტას, მათ შორის ირანისგან მიღებული დაფინანსებას ხელს შეუწყობს.
“ეს სანქციები მკაფიო შეტყობინებას უგზავნის “ჰამასს” – დიდი ბრიტანეთი და ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ არ იყოს დამალული ადგილი მათთვის, ვინც აფინანსებს ტერორისტულ ქმედებებს”, – განაცხადა დევიდ კემერონმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ზუჰეირ შამლახს, რომელიც ცნობილია როგორც ჰამასის “მთავარი ფულის შემცვლელი” და მთავარი ფიგურა, რომელიც დაეხმარა დიდი თანხების გადაცემას ირანიდან ჰამასში 7 ოქტომბერს ჯგუფის ისრაელზე თავდასხმების წინ. სანქციები, ასევე, დაუწესდა პალესტინის ისლამური ჯიჰადის, კიდევ ერთი მებრძოლი ჯგუფის მაღალჩინოსანს.