დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

გაერთიანებული სამეფოს მიერ დღეს, 20 მაისს გამოქვეყნებულ ჩამონათვალშია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 18 გემი, რომლებიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ.
ს, ჩინეთის და ჰონ-კონგის 10 კომპანიაა სანქცირებული რუსეთის სამხედრო სექტორის დახმარებისთვის. მათ შორისაა ვოლგოგრადის მეტალურგიული ქარხანა. ლონდონის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 50 საფინანსო ორგანიზაციაც, მათ შორის პეტერბურგის სავალუტო ბირჟა.
რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ხელშეწყობისთვის სანქცირებულია რამდენიმე კერძო პირიც, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯონ მაიკლ ორმეროდი. მან, BBC-ის ცნობით, გემები შეიძინა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.
15 ფიზიკური პირია სანქცირებული რუსული დეზინფორმაციის გავრცელებასთან კავშირის გამო. ამ სიაში არიან „სოციალური პროექტირების სააგენტოს” წარმომადგენლები. დასავლეთის სახელმწიფოები ამ სააგენტოს მიიჩნევენ უკრაინისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ჩარევის ინსტრუმენტად.
ფორუმი