დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი სანქციების მიზანს „რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნავთობის ინდუსტრიასა და ვლადიმერ პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტზე“ ზეწოლის გაძლიერება წარმოადგენს“.
„ახალი სანქციების სამიზნეს 135 ნავთობტანკერი წარმოადგენს, რომლებიც იმ ფლოტის ნაწილია, რომელმაც 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ტვირთი უკანონოდ გადაიტანა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები ორ კომპანიაზე ვრცელდება, რომელთა სახელზეც „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებია რეგისტრირებული. ერთ-ერთი მათგანი კი რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილთან“ არის დაკავშირებული.
„ახალი სანქციები პუტინის „ჩრდილოვან ფლოტს“ კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს და რუსეთს ნავთობიდან მიღებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს წაართმევს, რომლებსაც ის ომის დასაფინანსებლად იყენებს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან