დიდმა ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციები კიდევ უფრო შეამცირებს იმ თანხებს, რაც პუტინის “ომის ბიუჯეტში” ნავთობიდან შედის, და დაასუსტებს ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ – გემებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.
უფრო კონკრეტულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები შეეხო 137 ობიექტს, მათ შორის, 135 ნავთობმზიდ გემს, რომლებიც “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილი არიან.
“ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როცა დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი კიდევ ამცირებენ ნავთობის ფასს, რაც პირდაპირ ურტყამს რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავალს.
ჩრდილოვანმა ფლოტმა 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 24 მილიარდი დოლარის ტვირთი გადააზიდა, მათ შორის რუსეთის ნავთობიც.
სანქციები შეეხო კომპანია INTERSHIPPING SERVICES LLC-ს, რომელიც ჩართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემების გაბონის დროშით რეგისტრაციაში — ამ გემებმა წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ტვირთი გადაიტანეს რუსეთის სახელით.
ასევე დასანქცირდა კომპანია LITASCO MIDDLE EAST DMCC, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ერთ-ერთ წამყვან ნავთობის კომპანიასთან — “ლუკოილთან”. აღნიშნული კომპანია ჩართულია ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით დიდი ოდენობით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში”, – წერია განცხადებაში.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის, თქმით, სანამ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჭიანურებს, ბრიტანეთი უქმად არ დარჩებ და სანქციების გამოყენებას გააგრძელებს.
დასავლური სანქციების შედეგად, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავალი 2022 წლის შემდეგ ყოველწლიურად იკლებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის ღირებულება დაახლოებით მესამედით შემცირდა.
