დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციები კიდევ 45 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააფართოვა ანტირუსული სანქციების სია და მას 45 ფიზიკური და იურიდიული პირი დაამატა.
სანქციები იმ პირებსა და კომპანიებს დაუწესდათ, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნიკითა და მათი კომპონენტებით ამარაგებენ.
ამასთან, ანტიბელარუსული სანქციების სია კიდევ ერთი პოზიციით გაფართოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, ის ფაქტი, რომ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს – ირაკლი კობახიძე