დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

crocobet დიდი 10-ის მეორე ტურის პირველ მატჩში, დებიუტანტმა ‘გორმა’ ქვეყნის ჩემპიონ ‘ბათუმს’ ბათუმში დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს და სატურნირო ცხრილის თავში 9 ქულით მოექცნენ – 32:20.
არენაზე“ სტუმრებმა საწყის 4 წუთში ჯარიმის შესრულების უფლება ორჯერ მოიპოვეს, გელა ხელაძე ორივე შემთხვევაში ზუსტი იყო და ‘გორი’ 6:0 დაწინაურდა. ‘ბათუმი’ გამოცოცხლდა და მალევე ბუბა ნოზაძეს ჯარიმიდან ჩამორჩენის შემცირების შანსი მიეცა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. მასპინძლებმა ტემპს უმატეს, ხელდახელ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, მე-16 წუთზე მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან ბურთი ფრთაზე ჩაათამაშეს და ზურა ნინიძის ლელო ნოზაძემ გარდასახა.
ტაიმის შუაში ზღვისპირელები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას, 25-ე წუთზე ლელოდან 7-8 მეტრში სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ ბუბა ნოზაძემ ხაზი სუფთად გაჭრა და თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა. 32-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე პიტერ ვილიამსის შესანიშნავი თამაშის შემდეგ ბურთს გიორგი შუკაკიძე დაეუფლა და ‘ბათუმის’ მესამე ლელო გაიტანა, ნოზაძემ კი გარდასახვები 100%-ით გამოიყენა. ტაიმის ბოლოს ‘გორმა’ მძლავრი მოლით შეუტია, რომელშიც ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთნენ და ფორვარდების ორი დარტყმის შემდეგ მიზანს მიხეილ ორაგველიძემ უწია, ხელაძემ კი გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 21:13.
მეორე ტაიმის შუაში ექს-ბათუმელი მამუკა ნინიძის გარღვევის შემდეგ მასპინძლები ლელოს ჯარიმის ხარჯზე გადაურჩნენ. შიდა ქართლელებმა ბურთი აუტში გადაიტანეს, დერეფნიდან მორიგი მძლავრი მოლი ააგორეს და ლელო დიმიტრი ხურცილავამ გაიტანა, ნინიძის გარდასახვის შემდეგ კი სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. 71-ე და 74-ე წუთებზე ბუბა ნოზაძემ ჯარიმები ზუსტად შეასრულა და ‘ბათუმის’ უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, ბოლოს კი კარგი გარღვევა ვილიამსის ლელოთი დასრულდა და დებიუტანტი ნუგეშ-ქულის გარეშე დარჩა – 32:20 ‘ბათუმის’ სასარგებლოდ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბუბა ნოზაძე დასახელდა.
RUGBY.GE
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ – “ბათუმი” საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება
შიდა ჩემპიონატები სექტემბერში იწყება
კოვიდის 14 შემთხვევა და გადადებული შეხვედრა
კიდევ ერთი სახალისო ეპიზოდი ნიაზ მამრიკიშვილის შესრულებით [VIDEO]
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
დიდი 10 – ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება