„დიდი შვიდეული“ – ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ქმედებები და კონტრმოქმედებები რეგიონის უფრო ფართო კონფლიქტში ჩათრევის რისკს ქმნის, რომლისგანაც სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს.
„მოქმედებები და კონტრრეაქციები ძალადობის ამ სახიფათო სპირალის გადიდების და მთელი ახლო აღმოსავლეთის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხეს ქმნის, რასაც წარმოუდგენელი შედეგები ექნება“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მხარეებს დესტრუქციული ციკლის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
„მოვუწოდებთ, შეაჩერონ მიმდინარე დესტრუქციული ციკლი და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციისგან სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტი მნიშვნელოვნად დაიძაბა. , გუშინ დილიდან, ლიბანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფების 1 300 ობიექტს დაარტყეს. ამასთან, მათივე ცნობით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge