„დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა – ვოლოდიმირ ზელენსკი

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება დონალდ ტრამპს. ჩვენ საუბარი ახლახან გვქონდა. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო კანადის ხელმძღვანელობით გამართულ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კანადას შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერას გააგრძელებს, როგორც ამას სხვა პარტნიორები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპასა და აშშ-ს შორის ეს ერთიანობა არ უნდა დავკარგოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ipn.ge