„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები – განვიხილავთ ს გაყინული აქტივების სრული ღირებულების გამოყენებას ომის დასასრულებლად და ში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები შევთანხმდით, რომ ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ­ომი და მხარი დავუჭიროთ ს თავდაცვის მცდელობებში, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
მათი განცხადებით, ს მხრიდან ესკალაციის გამწვავების გამომწვევი ქმედებები, მათ შორის ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევები, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ზრდა და უკრაინაში სამთავრობო და დიპლომატიური შენობების დაზიანება, მიუღებელია და ძირს უთხრის მშვიდობის დამყარების მცდელობებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ ავითარებს სხვადასხვა ვარიანტს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად.
„ეს ზომები მოიცავს ჩვენს იურისდიქციებში იმობილიზებული რუსეთის სახელმწიფო აქტივების სრული ღირებულების კოორდინირებულ გამოყენებას ომის დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების განცხადებით, დგამენ თამამ ნაბიჯებს რუსეთის ომის ძალისხმევის ეკონომიკური ხარჯების გასაზრდელად, რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებსა და მხარდამჭერებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები, სამხედრო-სამრეწველო ბაზა, სპეციალური ეკონომიკური ზონები, ასევე ხელშემწყობი და სპეკულანტები, შემზღუდველი ზომების დაწესებით.
„ეს შეწყვეტს რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი სახსრების მოძიებას და ძლიერ გავლენას მოახდენს მათზე, ვინც არღვევს ამ შემზღუდველ ზომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მინისტრები ასევე შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ექსპორტზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე, რომელიც მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ასევე მიიღებენ ზომებს რუსეთიდან პროდუქციის იმპორტის, მათ შორის ნახშირწყალბადების იმპორტის, შესამცირებლად და თანდათანობით შესაჩერებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC – მის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ტროტილის“ საქმეზე

სუს – 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი'', რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის'' ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია

სუს – ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს