,,დიდი შვიდეულის“ სამიტი დღეს იწყება

კანადაში დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტი იწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი იტალიის, -ის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის ლიდერებს ალბერტას პროვინციაში, კანანასკისში უმასპინძლებს.
როგორც მასპინძელმა ქვეყანამ კანადამ სამიტზე ასევე დაპატიჟა ლიდერები, რომლებიც „დიდი შვიდეულის“ წევრები არ არიან. მაგალითად, ევროკავშირის ლიდერები, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, უკრაინის პრეზიდენტი და სხვები.
მოსალოდნელ განსახილველ თემებს შორის იყო ომი უკრაინაში, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები, ღაზაში არსებული ვითარება, თუმცა BBC წერს, რომ სამიტის წინასწარ შედგენილი დღის წესრიგი ისრაელისა და ირანის კონფლიქტმა გადაფარა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს