„დიდი შვიდეულის“ ლიდერები – ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა – ირანი ვერასდროს შეძლებს, ბირთვული იარაღი ჰქონდეს

ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამ კონტექსტში, ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ს უსაფრთხოების მიმართ, – ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, “დიდი შვიდეულის” ლიდერები ხაზს უსვამენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას.
„ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. მუდმივად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ირანი ვერასდროს შეძლებს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მოვუწოდებთ, რომ ირანის კრიზისის მოგვარებამ გამოიწვიოს საომარი მოქმედებების უფრო ფართო დეესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა.
ყურადღებას გამოვიჩენთ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ამ შედეგების მიმართ და მზად ვართ კოორდინაციისთვის, მათ შორის მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია