„დიდი შვიდეულის” თავდაცვის მინისტრები – „დიდი შვიდეული” მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ს წევრობისკენ შეუქცევად გზას

„დიდი შვიდეული” მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ს წევრობისკენ შეუქცევად გზას, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას “დიდი შვიდეულის” თავდაცვის მინისტრები ნეაპოლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობენ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ს მის შეუქცევად გზაზე სრულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე, მათ შორის ნატო-ს წევრობამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, მინისტრები აღნიშნავენ თავიანთ მზაობას გააგრძელონ უკრაინის დახმარება, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
“დიდი შვიდეულის” თავდაცვის მინისტრებს მიაჩნიათ, რომ პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს გადაწყვეტილებების ძიება უკრაინული არმიის შექმნაზე, რომელიც ურთიერთთავსებადი იქნება ნატო-სთან და მის წევრ ქვეყნებთან, და შესაძლებლობა ექნება ახლა დაიცვას უკრაინა და მომავალში შეაკავოს თავდასხმები.
“ვადასტურებთ, რომ ჩვენს საბოლოო ამოცანად ყოვლისმომცველი, სამართლიან შიდა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა რჩება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რომელიც აღნიშნულია გაეროს ქარტიაში და მის პრინციპებში, და რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა – უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება – პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!