„დიდი შვიდეულის“ ელჩებმა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ სვეტლანა გრინჩუკთან და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან სასწრაფო შეხვედრა გამართეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა რუსეთის მიერ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხის განსახილველად გაიმართა.
გრინჩუკის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაფტოგაზ უკრაინას“, „უკრენერგოს“ და „ენერგოატომის“ წარმომადგენლები.
გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და უკრაინის მხარდაჭერა შემდგომი დარტყმების წინააღმდეგ ბრძოლასა და მისი ყველაზე აქტუალური საჭიროებების მოგვარებაში.
ipn.ge
