„დიდი შვიდეულის“ ელჩები – „დიდი შვიდეული“ ყურადღებით აკვირდება უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებულ მოვლენებს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების გამო, რომლის დროსაც ს აგენტობაში ეჭვმიტანილი პირი გამოავლინეს.
“„დიდი შვიდეული“ ყურადღებით აკვირდება ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის NABU-ს რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების პროცესს. შევხვდით ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს წარმომადგენლებს, გვაქვს სერიოზული შეშფოთება და ვაპირებთ ამ მოვლენების განხილვას მთავრობის ლიდერებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ მხარს უჭერენ „გამჭვირვალობას, დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და კარგ მმართველობას“ და აფასებენ სთან პარტნიორობას კორუფციასთან ერთობლივად ბრძოლის მიზნით.
ცნობისთვის, ორშაბათს დილით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს რამდენიმე თანამშრომელთან ჩხრეკა ჩაატარა. უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სპეცოპერაციის მიზანი რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაცია იყო. ამ ქმედებების ფარგლებში, რუსეთთან ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ეჭვის საფუძველზე, ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების რეგიონთაშორისი დეპარტამენტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რუსლან მაგამედრასულოვი დააკავეს. ასევე დააკავეს ანტიკორუფციული ბიუროს ცენტრალური ოფისის თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს