“დიდი შეხვედრის” სკანდალური დეტალები – რა სურს ოცნებას კადიროვისგან?

რა მიზნით შეხვდნენ ოცნების ლიდერები UFC-ის დაღესტნელ ჩემპიონს? – “ნაციონალურ მოძრაობაში” ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის პარტიას წინა საარჩევნოდ მზადება აქვს დაწყებული და ხმების მისატაცებლად კუნთმაგარი ბიჭების მობილიზება დაიწყეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ს ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს.
“ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან კუნთმაგარი ადამიანების, 300-500 პირის მობილიზება მოხდება, რომლებიც შემდგომ თავ-პირს დაამტვრევენ საარჩევნო უბნებთან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჰკითხეთ კალაძეს და ს, მათი ეს შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ქვეყანაში ზონდერების ჩამოყვანას? გვითხრან რა საკითხზე ისაუბრეს, გეოპოლიტიკაზე რომ არ ისაუბრებდნენ ვიცით, თუ ანაკლიის პორტის ჩინელებს რომ მისცეს ეს განიხილეს, თუ საქართველო როგორც ცენტრალურ დერეფანი?” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს გამოჩნდა.
პარალელურად, ნურმაგომედოვი აქვეყნებს ვიდეომასალას, საქართველო-ესპანეთის მატჩის მიმდინარეობიდან. ამ მასალაში კარგად ჩანს, რომ რუსი, ასევე ყოფილი მებრძოლი ქართულ სამთავრობო ლოჟაში ზის. პრეზიდენტის, პრემიერის და თბილისის მერის უკან.

ასევე დაგაინტერესებთ