დიდი ტრაგედია კოპა ლიბერტადორესის მატჩის შემდეგ – “ნასიონალის” ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაყვანიდან ოთხი დღის მერე გარდაიცვალა [VIDEO]

ურუგვაის კლუბმა “ნასიონალმა” სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ გუნდის 27 წლის მცველი ხუან იზკიერდო გარდაიცვალა.
ის 23 აგვისტოს “სან პაულოსთან” კოპა ლიბერტადორესის გასვლით შეხვედრაში მატჩის ბოლოსკენ მოედანზე დაეცა და გონი დაკარგა, რის შემდეგაც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
4 დღის შემდეგ კი, სამწუხაროდ, ფეხბურთელს არითმიის გამო გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
“ნასიონალმა” ამ დიდ ტრაგედიაზე ღრმა მწუხარება გამოთქვა და განცხადებაში კლუბმა აღნიშნა, რომ იზკიერდო მათ გულებში სამუდამოდ დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ