“პუტინის რუსეთმა უკრაინაში 100 ეკლესია მთლიანად , ხოლო 400 ნაწილობრივ დაანგრია. ამასთანავე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლა და აწამა 30 დაუმორჩილებელი სასულიერო პირი. ჩვენს საპატრიარქოს ამაზე ხმა არ ამიუღია. სამაგიეროდ, საპროტესტო წერილები აფრინეს, როცა უკრაინის მთავრობამ კიევის პეჩერის ლავრიდან რუსები გამოაძევა. ეს დაახლოებით იგივეა, 2000 წლის წინ იესოს ჯვარზე მოკვდინების ნაცვლად, იესოს მიერ იერუსალიმის ტაძარში ამოყირავებული დახლები რომ გაგვეპროტესტებინა. ჩვენ კი ჯერ ტომოსს ვკითხულობთ!
დიდი სირცხვილია ეს! დიდი”, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.