დიდი სიამოვნებით დაველოდები, ერთი რა სანქციას დამადებენ – მდინარაძე

„დიდი სიამოვნებით დაველოდები, ერთი რა სანქციას დამადებენ“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი .
ამის შესახებ მან დღეს, 28 აპრილს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ჟურნალისტმა მდინარაძეს ჰკითხა, ელოდება თუ არა სანქცირებას რუსული კანონის მხარდაჭერის გამო.
„ჩემთან მიმართებით მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიციირებისა და მხარდაჭერისათვის რომ დაასანქცირებენ ადამიანს. დიდი სიამოვნებით დაველოდები, ერთი რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით. აი, დიდი სიამოვნებით, რომ მსოფლიოში ერთადერთი პრეცედენტი იყოს, რომ კანონმდებელი კანონის ინიციირებისთვის დაასანქცირეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ -ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია.
ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.