დიდი პრობლემებია საერთაშორისო მედიაში, კონკრეტულად ევროპულ მედიაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაციაზე დაფუძნებული განცდა, რომ ევროპული მედია საკმაოდ კოორდინირებულია გლობალური ომის პარტიასთან

დიდი პრობლემებია საერთაშორისო მედიაში, კონკრეტულად ევროპულ მედიაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაციაზე დაფუძნებული განცდა, რომ ევროპული მედია საკმაოდ კოორდინირებულია გლობალური ომის პარტიასთან
დიდი პრობლემებია საერთაშორისო მედიაში, კონკრეტულად ევროპულ მედიაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაციაზე დაფუძნებული განცდა, რომ ევროპული მედია საკმაოდ კოორდინირებულია გლობალური ომის პარტიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ მედიაში დიდი კოორდინაციაა საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ამბების გასავრცელებლად, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
“საუბარია ევროპული მედიაარხების უმეტესობაზე, არა ყველა არხზე, მაგრამ მედიასაშუალებების უმეტესობა კოორდინაციის ქვეშაა. ყალბი ამბები ძალიან აქტუალურია საქართველოსთან მიმართებაში, საერთაშორისო მედიას აქვს საერთო კოორდინაცია და ცენზურა.
ევროპულ მედიაში დიდი ცენზურაა, დიდი კოორდინაციაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბევრი ყალბი ამბების გასავრცელებლად, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
მაგრამ რეალური ვითარება ისაა, რომ ჩვენ ისევ პრო-ქართველები ვართ და კონცენტრირებულები ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე.
მე შემიძლია ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო, რომელიც აჩვენებს, რამდენად არარეალურია ინფორმაცია და საერთაშორისო მედია.
შევადაროთ ერთმანეთს საქართველო და მოლდოვა. როდესაც საერთაშორისო მედია მოლდოვას შესახებ წერს, ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე პრო-ევროპული, პრო-დასავლური ქვეყანა, ს ძლიერი მოწინააღმდეგე და ა.შ. მაგრამ ფაქტები შემდეგია:
საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მოლდოვას კი აქვს. მოლდოვა დსთ-ს წევრია და ამას არავინ აკრიტიკებს.
დსთ არის მთავარი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება რუსეთის ქოლგის ქვეშ.
საქართველო არ არის დსთ-ს ნაწილი.
ბევრი კრიტიკის მოსმენა მოგვიწია, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან, როდესაც ისინი იღებდნენ ამ ხუთ განსხვავებულ რეზოლუციას იმის შესახებ, რომ საქართველო არ აწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
მაგალითად, ევროპარლამენტის მეხუთე რეზოლუცია საქართველოს შესახებ პირდაპირ გვეუბნება, რომ სანქციები შემოვიღოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც არ აწესებს.
მაგრამ ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ა.შ წარმომადგენლის ვერც ერთ განცხადებას ვერ ნახავთ მოლდოვას შესახებ, საერთაშორისო მედიაში კრიტიკას ვერ ნახავთ.
ჩვენ, ორივე, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველოს მიმართ საკმაოდ ბევრი კრიტიკაა. ნული – მოლდოვას შესახებ. ასე რომ, ეს ორმაგი სტანდარტებია.
როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსა და მოლდოვის ხალხებზე, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა 80%-ზე მეტია და ეს ასევე ხელისუფლების დამსახურებაა. ასე რომ, 2012 წლიდან, როცა მმართველი პარტია გავხდით, თანმიმდევრულად ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირში.
სწორედ ჩვენმა პარტიამ, მმართველმა პარტიამ, ჯერ კიდევ 2017 წელს შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება, სადაც ნათქვამია, რომ ევროინტეგრაცია ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ამოცანა უნდა იყოს,”- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური მიზანია.
„ამჟამად, ჩვენი გადაწყვეტილების წყალობით, ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, ან ხელისუფლების ერთგვარი არჩევანი, ან უბრალოდ პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული, არამედ ეს არის საქართველოს კონსტიტუციური მიზანი.
ეს მიზნები ჩვენ კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ. ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ხოლო ოპოზიცია, რომელიც ახლა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, არასაკმარისად პროევროპული, მათ ხმა არ მისცეს შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს. ასე რომ, ეს არის სიმართლე, დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციაა.
როცა მოლდოველ ხალხზე ვსაუბრობთ, მაშინ როცა საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა საზოგადოებაში 80%-ზე მეტია. მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირის საკითხზე და მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა, ვგულისხმობ მუდმივ მოსახლეობას, მისცა ხმა ევროკავშირში ინტეგრაციას.
ახლა კი ეს ხალხი, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ზოგი ბიუროკრატი, ზოგი ყოფილი ბიუროკრატი და პოლიტიკოსი -ის ყოფილი ადმინისტრაციიდან ამბობდნენ, რომ მოლდოვა არის პროევროპული და რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო კი ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანაა.
ასე რომ, ხედავთ, რამდენად მკაცრია ეს ჯგუფები.
მაგრამ კიდევ ერთხელ, არის უზარმაზარი კოორდინაცია საერთაშორისო მედიაში, ბევრი ცენზურა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიის თავისუფლებასთან, რაც არაფერ შუაშია სიტყვის თავისუფლებასთან, ეს მხოლოდ ყალბი ამბებია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური სივრცისთვის და განსაკუთრებით ევროპული მედიისთვის,”-განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველამ დაინახა, დესტრუქციული ძალა, უსამშობლოთა გაერთიანება, აქ რა კარნახით და რა თანხებით მოქმედებდა – საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული გამოძიება და დაველოდოთ, დარწმუნებული ვარ, გონივრულ შედეგზე გავა

შვედეთი და დანია ჩვეულებრივი მარგინალების დამფინანსებელი ქვეყნები არიან – მოლოტოვის კოქტეილს აფინანსებდნენ ქართული პოლიციის წინააღმდეგ, რევოლუციურ და მაიდანის სცენარებს დღემდე ეტრფიან

ყველა ის დეტალი, რომელიც იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ შეკრული და შესაბამისად წარდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის, შემდეგ რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა რელევანტურ კონსტიტუციურ ორგანოს