“დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენ მთავრობაზე… დაველოდოთ, ადამიანი იმედით ცოცხლობს” – ლელა წურწუმია

მომღერალი, ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდა.
მომღერალი ხელმოწერებით შეუერთდა პრეზიდენტის ინიცირებულ კამპანიას.
ხალხი, ეს არის ყველაზე დიდი ძალა, მთავარია, რომ ამას ვინც გადაწყვეტს, იმან იცოდეს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. უფრო იმათი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენს მთავრობაზე, საზოგადოებაზე ზოგადად და დაველოდოთ, ადამიანი იმედით ცოცხლობს და ყოველი შემთხვევისთვის, მოლოდინები ნამდვილად არის ამისი და მე მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას.
ცნობილი სახეები დღეს პრეზიდენტის პროექტის მონაწილეები გახდნენ. ხელმოწერების კამპანიას ხელოვანები შეუერთდნენ. ლელა წურწუმია, გიული ჩოხელი, თამარ ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, ეთერ თათარაიძე და სხვები.