დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ს სასამართლო პროცესი გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ს სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომას დისტანციურად ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით ექსპრეზიდენტი დღეს არ ჩაერთო.
ვინაიდან ოქმში არ იყო მითითებული, ბრალდებულს სურდა თუ არა მის გარეშე გაგრძელებულიყო განხილვა, პროკურორებმა სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენეს.
მოთხოვნას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატების განმარტებით, სააკაშვილი თანახმა იყო სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელებულიყო. აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლემ სხდომა 21 თებერვლამდე გადადო.
ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, სასურველი იყო, ოქმში მსჯავრდებულს მკაფიო ნება გამოეხატა.
“მიგვაჩნია, რომ დღევანდელ პროცესზე თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვის შესაძლებლობა უნდა გქონოდა და სასამართლომ ამ ნაწილში მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია გახდა მიზეზი იმის, რომ დღევანდელი პროცესი გადაიდო. უნდა ყოფილიყო გაზიარებული ჩვენი განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მისი დასწრების გარეშე დღეს თეიმურაზ მღებრიშვილი დაგვეკითხა,” – აცხადებს ადვოკატი, ბექა ბასილაია.
დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.
“პირადი ხარჯების გაწევის შესახებ მსგავსი ბრძანება არასდროს არ მიმიღია. ჩემ ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში მე მსგავსი დოკუმენტი არ გამიცია. კანონის შესაბამისად, თუ რამეა გასაკეთებელი, ეს არის კანონის შესაბამისად,” – აცხადებს თემურ მღებრიშვილი.
ცნობისთვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”